თანამედროვე მიდგომა ბიოსამედიცინო კვლევის მიმართ მოითხოვს, ერთის მხრივ, სამეცნიერო კვლევის, ტესტირების და საგანმანათლებლო პროცესში ჩართული ექსპერიმენტული ლაბორატორიული ცხოველებისადმი მთელი რიგი ნორმების და სახელმძღვანელო პრინციპების დაცვას და სათანადოდ გამოყენებას და, მეორეს მხრივ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის და კვალიფიციური პერსონალის არსებობას.
ბოლო ათწლეულებია საქართველო აქტიურად ჩაერთო ევროპულ სტრუქტურებში, მათ შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო, ინტეგრაციის პროცესში. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას მეცნიერებისა და განათლების მართვაში, მათ შორის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებებში.
საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაცია „გალას“ 2016 წლის 16 თებერვალს ოფიციალურად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ (რეგ.N 405136348).
ასოციაცია თავის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად ისახავს კვლევებში ლაბორატორიული ცხოველების მოვლისა და გამოყენების ქართული სტანდარტების ჩამოყალიბებას და დანერგვას და მათ შეთანხმებას საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით საზოგადოებასთან.
"გალას" არის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა საერთაშორისო საბჭოს (ICLAS), ევროპის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციების ფედერაციის (FELASA) და ევროპის ცხოველთა კვლევების ასოციაციის (EARA) წევრი
გალას-ის ვეტერინარული, სამეცნიერო-კვლევითი, ბიოეთიკის, კანონმდებლობის და ინტელექტუალური საკუთრების განყოფილებებში მომუშავე ექსპერტები გთავაზობთ კომპლექსურ საგანმანათებლო / საკონსულტაციო მომსახურებას, ტრენინგებს და სხვა რესურსების გამოყენებას