CELASC 2023

ძვირფასო კოლეგებო, ძვირფასო მეგობრებო,

გიწვევთ ცენტრალური-აღმოსავლეთ ევროპის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა პირველ კონგრესზე, რომელიც ჩატარდება CUBEX ცენტრში პრაღაში, ჩეხეთი, 2023 წლის 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით.

კონგრესის ორგანიზატორები არიან ცენტრალური-აღმოსავლეთ ევროპის FELASA-ს წევრი ასოციაციები: ARSAL (რუმინეთი), Balt-LASA (ბალტიისპირეთის ქვეყნები), CLASA (ჩეხეთი), CroLASA (ხორვატია), GALAS (საქართველო), HLASA (უნგრეთი), HSBLAS (საბერძნეთი), ILAF (ისრაელი) და PolLASA (პოლონეთი).

CELASC-ის მიზანია შექმნას შეხვედრა, რომელიც ასახავს ჩვენს ადგილობრივ ლაბორატორიულ ცხოველთა მეცნიერებას (LAS) ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, გააძლიერებს ლაბორატორიულ ცხოველებზე ზრუნვის კულტურას ჩვენს ქვეყნებში და ხელს შეუწყობს ჩვენი წევრების უწყვეტ განათლებას.

CELASC ასევე წარმოადგენს ჩვენს საერთო ინტერესებს LAS-ის ყველა ასპექტის განვითარებაშიაში და მხარს უჭერს პასუხისმგებელ მეცნიერულ ქცევას ცხოველებთან მუშაობისას განსაკუთრებული აქცენტით ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე.

ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას პრაღაში და ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა თქვენთვის სასარგებლო და სასიამოვნო იქნება.

პატივისცემით

  • Cristin Coman (ARSAL president)
  • Daiva Baltriukiene (Balt-LASA president)
  • Jan Honetschläger (CLASA president)
  • Dasa Seveljevic-Jaran (CroLASA president)
  • Karen Mulkijanyan (GALAS president)
  • Erdelyi Ferenc (HLASA vice president)
  • Vasileios Ntafis (HSBLAS president)
  • Amir Rosner (ILAF president)
  • Krzysztof Wasowicz (PolLASA president)
  • Anastasia Tsingotjidou (HSBLAS vice-president)