FELASA-2022

ა.წ. 13-16 ივნისს ქ.მარსელში გაიმართა FELASA-ს (ევროპის ლაბორატორიული ცხოველების

მეცნიერებათა ასოციაციების ფედერაციის) მე-15 კონგრესი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 2200-ზე

მეტმა დელეგატმა 55 ქვეყნიდან და 21 შემადგენელი ასოციაციიდან. კონგრესის დაწყებამდე (12

ივნისს) გაიმართა FELASA-ს მენეჯმენტის ბორდის სხდომა.

FELASA-ს კონგრესზე, რომელიც ტარდება 3 წელიწადში ერთხელ, განიხილება ბიოსამედიცინო

ექსპერიმენტებში ცხოველების გამოყენების ყველა ასპექტი: ცხოველთა კეთილდღეობა, ეთიკური

ნორმები, საკანონმდებლო საკითხები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამები. FELASA-ს მე-15

კონგრესის დევიზი იყო „კომუნიკაცია ცხოველთა კვლევაში“ და სამეცნიერო პროგრამა მოიცავდა

კომუნიკაციის ყველა ასპექტს:

 კომუნიკაცია ცხოველებთან და ცხოველებს შორის

 კომუნიკაცია და მოვლის კულტურა

 კომუნიკაცია კოლეგებს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის

 განათლება და ტრენინგი: კომუნიკაცია მომავლისკენ

განასაკუთრებული ყურადღება დაეთმო 3R კვლევების ხელშეწყობასა და გაფართოებას და

ცხოველების ჩართულობით ჩატარებული ექსპერიმენტების სათანადო გაშუქებისა და ანგარიშგების

საკითხებს.

კონგრესის ფარგლებში ორგანიზებული იყო მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელზეც 124 კომპანიის

მიერ ფართოდ წარმოდგენილი იყო უახლესი GLP-შესაბამისი სამეცნიერო აპარატურა, ვივარიუმის

აღჭურვილობა და მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის

ამაღლების პროგრამები.

კონგრესს დაესწრო თსსუ-ის ბიოსამედიცინო კვლევის ეთიკის კომიტეტის წევრი საქართველოს

ლაბორატორიული ცხველების მეცნიერებათა ასოციაციის GALAS-ის პრეზიდენტი, FELASA-2022

კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის წევრი კ.მულკიჯანიანი.

კ. მულკიჯანიანმა წარადგინა პრეზენტაცია „ცხოველთა მოვლისა და გამოყენების წესების დანერგვა

გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში: საქართველოს გამოცდილება“, და იყო ICLAS (ლაბორატორიული

ცხოველების მეცნიერებათა საერთაშორისო საბჭოს) ვიცე პრეზიდენტის ჰანა-მარჟა ვოიპიოს

პრეზენტაციის „საკომუნიკაციო სტრატეგიები ცხოველთა ლაბორატორიული რეგულაციების

შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობისთვის“ თანამომხსენებელი. როგორც სამეცნიერო

კომიტეტის წევრი კ. მულკიჯანიანი უძღვებოდა ერთ პლენარულ („დიაგნოსტიკა და ტესტირება“) და

ერთ საპოსტერო („ყველაფერი კოლეგების წრის გარეთ კომუნიკაციის შესახებ“) სესიას და

მონაწილეობდა პოსტერული პრეზენტაციების შეფასებაში.

კონგრესის და FELASA-ს მენეჯმენტის ბორდის სხდომის დროს გაიმართა სასარგრებლო დისკუსიები

FELASA-ს და ICLAS-ის წარმომადგენლებთან და დაისახა ერთობლივი ღონისძიების გეგმა.

იხილეთ სურათები