CELASC 2023

2023 წ 29.05 – 01.06 პრაღაში (ჩეხეთი) ჩატარდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციების პირველი კონგრესი CELASC 2023.

 კონგრესის სამეცნიერო ნაწილი  მიეძღვნა 3R-პრინციპის გამოყენებას და მისი თემატიკა მოიცავდა ბიოსამედიცინო ექსპერიმენტებში ეთიკური ნორმებისა და ცხოველთა დაცვის დახვეწას;

კონგრესის საგამოფენო ნაწილში წარმოდგენილი იყო ბიოსამედიცინო კვლევისთვის უახლოესი აღჭურვილობის, ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების მიმოხილვას და ლაბორატორიული ცხოველთა მეცნიერების პოპულარიზაციას.

კონგრესში მონაწილეობდა 27 ქვეყნის 327 მეცნიერი.

სამეცნიერო პროგრამის 7 სექციაძე წარმოდგენილი იყო 40 ზეპირი და 32 პოსტერი. კონგრესის ფარგლებში ჩატარდა 4 ვორკშოპი და თემატური გამოენა.

GALAS-ის მხრიდან კონგრესს ესწრებოგა პროფ.  გ.ფიჩხაია  და პროფ. კ.მულკიჯანიანი

ვიზიტის დროს გაიმართა შეხვედრები FELASA-ს და ICLAS-ის ბორდის წევრებთან: კლას აბელსონთან და იუსი ჰელპთან  და მიღწეული იყო შეთანხმება ა.წ. 2-4 ოქტომბერს მათი საქართველოში სამუშაო ვიზიტის და საინფორმაციო დღის ჩატარების შესახებ.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციების პირველი კონგრესის მასალები გამოქვეყნებულია  კრებულში და ხელმისაწვდომია კონგერის საიტზე https://www.celasc.org/ 

კონგრესის შედეგებიდან გამომდინარე საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მისი სისტემატური ჩატარების შესახებ (სამ წელიწადში ერთხელ). მომდევნო კონგრესი ჩატარდება 2026 წელს ქ.ბუდაპეშტში (უნგრეთი)

 

იხილეთ სურათები