2015 წლის 19 ნოემბერს, თბილისში 7 სხვადასხვა ბიოსამედიცინო პროფილის კვლევითი დაწესებულების:
1. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია;
2. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი;
4. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იმუნოლოგიის და მიკრობიოლოგიის მიმართულება
5. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მორფოლოგიის ინსტიტუტი;
6. ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი;
7. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი;
14-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა უოლტერ რიდის სამხედრო-კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR), ამერიკის დაავადებათა კონტროლის (CDC) და საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრების (NCDC) ერთობლივი თანამშრომლობით ორგანიაებული ტრენინგი ,,ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერება: საერთაშორისო პერსპექტივა’’ კურსის დასასრულს ჩატარდა საბოლოო ტესტირება და მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებმა გადაწყვიტეს შექმნან ბიოსამედიცინო დარგში მომუშავე მეცნიერების, ვეტერინარების და ტექნიკოსების პროფესიული ორგანიზაცია. ორთვიანი მოსამზადებელი სამუშაოს შედეგად დაარსდა საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაცია „გალას“ და 2016 წლის 16 თებერვალს იგი ოფიციალურად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ (რეგ.N 405136348).
ასოციაცია „გალას“ თავის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად ისახავს სამეცნიერო კვლევებში და საგანმანათლებლო პროცესში გამოსაყენებელი ლაბორატორიული ცხოველების მოვლისა და გამოყენების ქართული სტანდარტების ჩამოყალიბებას და დანერგვას და მათ შეთანხმებას საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით საზოგადოებასთან.
აღნიშნული სტანდარტების შემოღება და დაცვა, თავის მხრივ გაზრდის საქართველოში ჩატარებული ბიოსამედიცინო კვლევის ხარისხს და საიმედოობას, ხელს შეუწყობს ამ კვლევების შედეგების აღიარებას საერთაშორისო დონეზე და გაუადვილებს ქართული სამეცნიერო პროექტების საერთაშორისო პროგრამებში ჩართვას.