2023 წლის 3-4 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატართება საინფორმაციო დღე: "საქართველოში ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა კანონმდებლობის განვითარება". ღონისძიება ორგანიზებული იყო ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა საერთაშორისო საბჭოს (ICLAS) და საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის (GALAS) მიერ. წამყვანი ქართული ბიოსამედიცინო დაწესებულებების 35 მონაწილემ გამართა დისკუსია ლაბორატორიული ცხოველების გამოყენებასთან დაკაშირებული საკითხების შესახებ. დისკუსიას მართავდნენ ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა საერთაშორისო საბჭოს (ICLAS) და ევროპის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციების ფედერაციის (FELASA) პირველი პირები: პროფესორი კლას აბელსონი, FELASA-ს პრეზიდენტი, პროფესორი ჰანა-მარჟა ვოიპიო, ICLAS-ის ევროპის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარე და ამავე კომიტეტის წევრი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მანუელ ბერდოუ.
საინფორმაციო დღის ფარგლებში პროფ. მ.ბერდოი წარმართა 4 სააათიანი ინტერაქტიული ვორკშოპი "Experimental Design & Statistics in Preclinical Research: the Good, the Bad and the Ugly" მთავარი მკვლევარების, დოქტორანტებისა და პოსტდოქტორებისთვის.
4 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში გაიმართა შეხვედრა ICLAS-ის, FELASA-ს და „გალას“-ის პირველ პირებთან.