გაწევრიანება

ასოციაციაში გაწევრიანება  

ასოციაციაში გაწევრიანება შესაძლებელია რამდენიმე სტატუსით: წევრი, ასოცირებული წევრი და სტუდენტი.


• წევრი - არის მათთვის, ვინც არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს და სურს მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში;

• ასოცირებული წევრი - საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი, რომელსაც ასოციაციაში წარმოადგენს იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი; ასოცირებული წევრის დამფუძნებლები (წევრები) და დირექტორები არ ითვლებიან ასოციაციის წევრებად.


• სტუდენტი - საქართველოს ან უცხო ქვეყნის აკრედიტებული უნივერსიტეტის (კოლეჯს, სკოლის, ინსტიტუტის)ბაკალავრიატის, მაგისტრატის ან დოქტორანტის აქტიური სტატუსის მქონე ფიზიკური პირი.

წევრების უპირატესობები

ასოციაციის წევრს შეუძლია:

• მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, ასოციაციის გეგმების, პროგრამების, პროექტებისა და სხვა ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში;

• ასეთის არსებობის შემთხვევაში, აირჩიოს და არჩეულ იქნეს ასოციაციის მმართველ ან მაკონტროლებელ ორგანოებში;

• დაასახელოს ასარჩევ პირთა კანდიდატურები;

• მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ;

• ასოციაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

წევრის მოვალეობები

• ასოციაციის წევრი უნდა პროფესიულად და კეთილსინდისიერად იმოქმედოს ასოციაციის მიზნების მისაღწევად.
• დროულად უნდა გადაიხადოს საწევრო

წევრობის კრიტერიუმები
წევრობის კანდიდატთა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

• მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ დრო და ძალისხმევა მოახმაროს ასოციაციის საქმიანობას (მაგ. გაწევრიანების კომიტეტში), ან შესთავაზოს რაიმე სხვა სახის აქტიურობა, რომელიც სასარგებლო იქნება ასოციაცისთვის.

• უნდა წარმოაჩინოს ინტერესების მრავალფეროვნება (მაგ., კორპორატიული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო).

• უნდა ფლობდეს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს.

დისკრიმინაციის აკრძალვა

• ასოციაციაცია ღიაა საზოგადოების ყველა წევრისათვის. დისკრიმინაცია ასაკის, სქესის, რასის, ეროვნების, რელიგიის, ან ინვალიდობის გამო დაუშვებელია.

გაწევრიანების წესი 

ასოციაციაში გაწევრიანების მსურველი უნდა დარეგისტრირდეს galas.org.ge-ზე, გადმოწეროს და შეავსოს სააპლკაციო ფორმა და CV და გადაუგზავნოს ასოციაციის მდივანს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კანდიდატმა უნდა გადაიხადოს საწევრო, რის შემდეგ მიიღებს ასოციაციის წევრობის სერტიფიკატს.

• რეკომენდაცია: რეკომენდატორი უნდა იყოს მხოლოდ GALAS–ის წევრი / ასოცირებული წევრი. რეკომენდატორმა უნდა დაწეროს მოკლე კომენტარი, შეავსოს შესაბამისი ველები კანდიდატის სააპლიკაციო ფორმაში და მოაწეროს ხელი.

• სტუდენტს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს მხოლოდ სხვა სტუდენტს.

• გადაწყვეტილებას წევრობის მინიჭების შესახებ იღებს პრეზიდიუმი განაცხადის დღიდან ერთი თვის განმავლობაში.

ქვითრის შევსების ნიმუში 

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაცია «გალას»

მიმღები ბანკი: საქართველოს ბანკი

მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი: 405136348

ანგარიშის N: GE93BG0000000692463900

SWIFT Code: BAGAGE22

გადამხდელი: გვარი სახელი

თანხა:  24 ან 48 ლარი 6 ან 12 თვის, შესაბამისად

დანიშნულება: საწევროს გადასახდი



Member


6 Month24 GEL

1 Year48 GEL

Associate Member


6 Month250 GEL

1 Year500 GEL

Student


6 Month6 GEL

1 Year12 GEL


გადმოწერა

განაცხადი

CV