აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები და საქართველოს ლაბორატორუილი ცხოველების მეციერებათა ასოციაცია 'გალას' აწყობენ სამუშაო შეხვედრას „ცხოველთა გამოყენების და მოვლის ინსტიტუციური კომიტეტების სისტემის განვითარება საქართველოში: ფაქტები და გამოწვევები“. შეხვედრის მიზანია საგანმანათლებლო პროცესში და სამეცნიერო კვლევაში ლაბორატორიული ცხოველების მოვლისა და გამოყენების ობიექტური შეფასება, ქართული სტანდარტების ჩამოყალიბება-დანერგვის საკითხების განხილვა და მათი გაზიარება სამეცნიერო საზოგადოებასთან. შეხვედრა გაიმართება 26-28 აპრილს, ქ. ბორჯომში, სასტუმროში: „Crowne Plaza Borjomi“