2019 წლის 12-14 დეკემბერს ქ. ციურიხში ჩატარდა შვეიცარიის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის (SGV) ყრილობა. ყრილობა მიეძღვნა 3R-პრინციპის მიღების მე-60 წლისთავს და მისი თემატიკა მოიცავდა 3 ძირითად მიმართულებას: ბიოსამედიცინო ექსპერიმენტებში ეთიკური ნორმებისა და ცხოველთა დაცვის დახვეწას; ბიოსამედიცინო კვლევისთვის უახლოესი აღჭურვილობის, ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების მიმოხილვას და ცხოველთა
ლაბორატორიული მეცნიერების პოპულარიზაციას. ღონისძიების სამეცნიერო ნაწილში მონაწილეობდა 450 ევროპელი, ამერიკელი და კანადელი წამყვანი მეცნიერი. ყრილობის ფარგლებში 35 სპონსორი კომპანიის მიერ ორგანიზებული
იყო ვივარიუმის და კვლევითი ლაბორატორიების აპარატურა-დანადგარების,პროგრამული უზრუნველყოფის, საკვები და სახარჯი მასალების გამოფენა.ყრილობის ბოლო დღეს ჩატარდა ევროპის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციების ფედერაციის FELASA-ს მენეჯმენტის ბორდის სხდომა.