2019 წლის 26 ოქტომბერს ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია - „ბიომედიცინის თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ვორქშოფი:
„ბიოსამედიცინო კვლევაში ლაბორატორიული ცხოველების გამოყენების სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები“. ვორკშოპს უძღვებოდნენ პროფ. კარენ მულკიჯანიანი - GALAS-ის პრეზიდენტი, თსსუ-ს ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის წინაკლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პროფ. გიორგი ფიჩხაია - თსუ-ს ა.ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, GALAS-ის წევრი.
ვორქშოფზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
1.ბიოსმედიცინო კვლევის დაგეგმვა და განხორციელება. კვლევითი პროექტის ძირითადი ელემენტები. კვლევის ვალიდური მეთოდები. მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება.
2. ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერება - საერთაშორისო პრაქტიკა. აშშ-ს და ევროკავშირში ლაბორატორიული ცხოველების მოვლა/გამოყენება, ცხოველებთან მუშაობის დასაშვებად საჭირო განათლება და კვალიფიკაცია - ძირითადი მიდგომების მიმოხილვა.
3. თანამედროვე მოთხოვნები ბიოსამედიცინო ექსპერიმენტული ლაბორატორიების მიმართ. ვივარიუმის და კვლევითი ლაბორატორიის აღჭურვილობა, ცხოველების განთავსების და მათი შენახვის ნორმები. ბიოუსაფრთხოების დონეები.
4. რა არის IACUC - ბიოსამედიცინო კვლევის რეგულაციები და ეთიკური ასპექტები. საუნივერსითეტო დონეზე ცხოველების გამოყენებით კვლევითი პროექტის/სასწავლო პროგრამის დამტკიცება და მონიტორინგი. საერთაშორისო და ანგილობრივი კანონმდებლობა