ა.წ. 25 იანვარს ივ.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის (GALAS) 2019 წლის შემაჟამებელი შეხვედრა და საინფორმაციო დღე. ღონისძიებას ესწრებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში ბ-ნ პ.იმნაძე. GALAS-ის პრეზიდენთმა კ.მულკიჯანიანმა მოახსენა ორგანზაციის მიერ გაწეული სამუშაოს და 2020 წ გეგმების შესახებ.
საინფორმაციო დღის ფარგლებში გამართულ 2 სესიაზე განხილული იყო ცხოველთა მოვლისა და გამოყენების საკითხები საქართველოს ბიოსამედიცინო დაწესებულებებში და N 2010/63 ევროკავშირის დირექტივის იმპლემენტაციის გზები. გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეება მიიღეს ივ.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი დ.ნადარეიშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ნ.მითაგვარია, თსუ ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე გ.ფიჩხაია, თსსუ-ს პროფესორი ქ.ღამბაშიძე, აგრარული უნვერსიტეტის უჯრედული იმუნოლოგიის ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ბ.ლასარეიშვილი, ცხოველთა მოვლისა და გამოყენების ინსტიტუციათაშორისი კომიტეტის თავმჟდომარე მ.რამიშვილი და სხვ.