2021 წლის 2 და 3 თებერვალს ევროკომისიის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია "ცხოველების სამეცნიერო მიზნით გამოყენების ჩანაცვლებისკენ". კონფერენცია მიზნად ისახავდა კვლევის და ტესტირების პროცესშიდააჩქაროს ცხოველების გამოყენების ალტერნატიული მეთოდების ჩანერგვას.
კონფერენციის ძირითადი ამოცანებია:
უზრუნველყოს ევროკომისიის სტრატეგიული მუშაობის განახლება საბოლოო მიზნის მისაღწევად - მეცნიერებაში ცხოველების გამოყენების შეცვლა თნამედროვე ალტერნატიული მეთოდებით.
ილუსტრირება იმისა, თუ როგორ შეიძლება ცხოველების ამჟამინდელი გამოყენების გაზრდილი გამჭვირვალობა დაეხმაროს არაცხოველურ მიდგომებზე გადასვლის დაჩქარებაში.
ცხოველური მოდელების შეცვლის უახლესი მეცნიერული მიღწევების ჩვენება.
კონფერენციის სესიები:
თემა 1: როგორ შეუძლია გამჭვირვალობას დააჩქაროს მეცნიერებაი არაცხოველურ მეთოდებზე გადასვლა
თემა 2: განათლება და ტრენინგი არაცხოველურ მიდგომებზე და დირექტივის განხორციელებაზე
თემა 3: თანამედროვე მეცნიერება: უახლესი სამეცნიერო მიღწევები კვლევისა და ტესტირების ხელსაწყოების გაუმჯობესების მიზნით
თემა 4: ნდობის მოპოვება ახალი ალტერნატიული მიდგომების გამოყენებაში