საქართველოს ლაბორატორუილი ცხოველების მეციერებათა ასოციაცია 'გალას' და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები აწყობენ სამუშაო შეხვედრას „ცხოველთა მოვლისა და გამოყენების პოლიტიკა საქართველოში: გასავლელი გზა“. შეხვედრის მიზანია საგანმანათლებლო პროცესში და სამეცნიერო კვლევაში ლაბორატორიული ცხოველების მოვლისა და გამოყენების ობიექტური შეფასება, ქართული სტანდარტების ჩამოყალიბება-დანერგვის საკითხების განხილვა და მათი გაზიარება სამეცნიერო საზოგადოებასთან. შეხვედრა გაიმართება 9-11 დეკემბერს, ქ. ბორჯომში, სასტუმროში:„Crownie Plaza Borjomi“