9-13 ივნისს GALAS-ის დელეგაცია დაესწრო ქ.პრაღაში გამართულ FELASA-ს მე-14 კონგრესს, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა დელეგატმა 28 ქვეყნიდანდა 21 შემადგენელი ასოციაციიდან. FELASA-ს კონგრესზე, რომელიც ტარდება 3 წელიწადში ერთხელ, განიხილებოდა ბიოსამედიცინო ექსპერიმენტებში ცხოველების გამოყენების ყველა ასპექტი: ცხოველთა კეთილდღეობა, ეთიკური ნორმები, საკანონმდებლო საკითხები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამები. კონგრესის სამეცნიერო პროგრამა მოიცავდა 6 ძირითად მიმართულებებს:
1. განათლება და ტრეინინგი: მოიცავდა სესიებს ცხოველებთან მომუშავე პერსონალის ტრენინგზე, პროფესიულ განვითარებაზე (მათ შორის ერთი დღე მთლიანად მიეძღვნა ტექნიკოსებს და მომვლელ პერსონალს)
2. რეპროდუცირება და გაღიზიარება: მიეძღვნა ბიოსამედიცინო კვლევის გაშუქებას და რეპროდუცირების სამ ასპექტს: ექსპერიმენტის დიზაინს, გენეტიკურ ხარისხს და მიკრობიოტას მართვას.
3. მოდელის მართვა: განიხილებოდა კვლევითი პროექტის შემუშავების ფართო სპექტრის საკითხები - 3Rs პრინციპის შესაბამისად, მათ შორის მიყენებული ძლიერი ტანჯვის შემცირება, ტკივილის მართვა და ცხოველთა ადგილსამყოფელის ადაპტირება თანამედროვე მიღწევების შებამისად.
4. სათანადო მზრუნველობის განსაზღვრა: წარმოდგენილი იყო FELASA-ს სამუშაო ჯგუფების რეკომენდაციები მოვლა-შენახვის და ზრუნვის ოპტიმიზაციისთვის. თემები მოიცავდა სხვადასხვა სახეობების დაჭერის, ტრანსპორტირების, ჯანმრთელობის მონიტორინგის და ევთანაზიის.
5. შესაბამისობა და კომუნიკაცია: ამ მიმათულების განიხილებოდა საკანონმდებლო, ღიაობისა და გამჭვირვალობის გამოწვევები, ეთიკის კომიტეტების უფლებამოსილება ინსტიტუტების ფარგლებში, პერსონალის მართვა, თანამშრომლობასა და 3R- ის განხორციელებასთან დაკავშირებული მაღალი დონის გამოწვევები.
6. სიმძიმის კლასიფიკაცია: მიმართულებიას ფარგლებში ჩატარდა ოთხი ნახევარდღიანი ვორკშოპი (მათ შორისერთი დამწყები, ხოლო დანარჩენი სამი -გამოცდილი მკვევერებსთვის)სიმძიმის კლასიფიკაციასა და ანგარიშგებაზე - ერთიღია სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში, და ერთი სესია, რომელიც ფოკუსირებული იყოსიმძიმის კლასიფიკაციასადა 3Rკვლევებისდახვეწას აკვაკულტურებში.
კონგრესის ფარგლებშიორგანიზებული იყომუდმივმოქმედი გამოფენა, რომელზეც 118 კომპანიის მიერ ფართოდ წარმოდგენილი იყოუახლესი GLP-შესაბამისი სამეცნიერო აპარატურა, ვივარიუმის აღჭურვილობა, საკვები ლაბორატორიული ცხოველებისთვის და ლაბორატორიული კვლევის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები. 9 ივნისს გაიმართა FELASA-ს მენეჯმენტის ბორდის სხდომა.
კონგრესის დროს გაიმართა შეხვედრები FELASA-ს და ICLAS-ის ხელმძღვანელებთან ანა-იზაბელ სანტოსთან და სინტია პეკოვთან.