ლევანი ციცქიშვილი
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ციცქიშვილი მოღვაწეობს უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე ივ.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, აგრეთვე, იგი არის ცხოველთა სანაშენე გაყოფილების გამგე. მან 1988 – 1994 წლებში მიიღო ვეტერინარული განათლება ომსკის ვეტერინარულ და თბილისის ზოო-ვეტერინარულ ინსტიტუტებში. 1994 წლიდან მუშაობა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში (ლაბორანტის, მეცნიერთანამშრომლის და უფროსი მეცნიერეთანამშრომლის თანამდებობეზე). აღნიშნულ ცემტრში იგი წლების მაძილზე ხელმძვანელობდა ლაბორატორიულ ცხოველთა სანაშენე განყოფილებას. მას 2004 წელს მიენიჭა ბილოგიის მეცნიერებათა დოქორის ხარისხი. 1994 წლიდან იკვლევს სხვადასხვა გარემო ფაქტორების გავლენას ცოცხალი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და განვითარებაზე. ბოლო წლების მანძილზე, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე შესწავლილი აქვს ქვეყნაში არსებული სიმსივნეთა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, აგრეთვე საერთაშორისო ვეტერინარული ასოციაციის "ვეტერინარებისაზღვრებსგარეშე - კავკასია"-ს ბაზაზე 2006 - 2009 წლებში მუშაობდა საქართველოში დიროფილარიოზის გავრცელების ეპიდემიოლოგიურ ანალიზზე და საქართველოსთვის მაღალი რისკის ზონების გამოვლენაზე. დოქტორი ლევან ციცქიშვილი წარმატებით მონაწილეობდა ISTC დაფინანსებით მიმდინარე რამდენიმე პროექტში. მას აქვს 40 ზე მეტი ნაშრომი და პუბლიკაცია, გამოქვეყნებული სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოცემებში. ლ.ციცქიშვილი არის დამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი საერთაშორისო ვეტერინარული ასოციაციის "ვეტერინარები საზღვრებს გარეშე - კავკასია".