მარინე რამიშვილი
2009 წლიდან მარინე რამიშვილი მუშაობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ლაბორატორიაში ბაქტერიოლოგად. 2007 წელს მან დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით. ამჟამად იგი სწავლობს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, დოქტორანტურაში სავეტერინარო მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, ეპიზოოტოლოგია, მიკოლოგია, იმუნოლოგია, პარაზიტოლოგიის განხრით და მუშაობს ბრუცელოზის თემაზე. მან ასევე დაამთავრა ორწლიანი რეგიონალური პროგრამის კურსი საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ქვეყნებისთვის, სახელწოდებით: ,,სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული ტრენინგის პროგრამა’’. მას მონაწილეობა აქვს მიღებული და ამჟამადაც მონაწილეობს რამდენიმე პროექტში რომელიც ფინანსდებოდა CRDF Global/GRDF-ის მიერ. გამოქვეყნებული აქვს 15-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში და არის ავტორი და თანაავტორი 12 პრეზენტაციის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე და ორი წიგნის და ორი ბროშურის თანაავტორი.