კარენ მულკიჯანიანი

კარენ მულკიჯანიანი

პრეზიდენტი

პროფ. კარენ მულკიჯანიანი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის წინაკლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტის გამგე. კ. მულკიჯანიანი არის თსსუ-ს ფარმაციის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს და თსსუ-ს ცხოველებზე წარმოებული კვლევის ეთიკის კომიტეტის წევრი. ბიოქიმიის მაგისტრი და ფარმაციის დოქტორი. 1983 წლიდან მისი კვლევის სფეროა ექსპერიმენტული ფარმაკოლოგია; ბუნებრივი, მოდიფიცირებული და სინთეზირებული ნაერთების სტრუქტურა-აქტიურიბის ანალიზი (SAR) და ბიოლოგიური აქტიურობის პროგნოზირება; ლაბორატორიული ცხოველების მოვლა-გამოყენებს . კ. მულკიჯანიანი იყო CRDF Global / GRDF (2007; 2008; 2013; 2014), GNSF / SRSNF (2009-2015; 2020) და STCU (2011) მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების მენეჯერი და პასუხისმგებელი შემსრულებელი. პროფ. მულკიჯანიანი არის რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული 130-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებზე 30 პრეზენტაციის და ფარმაკოლოგიის სფეროში 2 პატენტის ავტორი და თანაავტორი; 20-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნერო ღონისძიების საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტის წევრი. 2016 წელს მან ხელი შეუწყო საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაცია „გალას“-ის  დაარსებას და მას შემდეგ მისი პრეზიდენტია.