ბრეტ ტეილორი
ბრეტ ტეილორი 2001 წელს დაამთავრა ლუიზიანას უნივერსიტეტი ვეტერინარიის დოქტორის ხარისხით, 2010 წელს კი დაასრულა ლაბორატორიული ცხოველების მედიცინის სამწლიანი რეზიდენტურა. იგი არის ამერიკის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის (AALAS) წევრი, პროფილაქტიკური ვეტერინარიული მედიცინის ამერიკული კოლეჯის (ACVPM) და ლაბორატორიული ცხოველების მედიცინის ამერიკული კოლეჯის (ACLAM) წარმომადგენელი. ბ.ტეილორის მოღვაწეობა საქართველოში - ბიოსამედიცინო კვლევის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. ბრეტ ტეილორი არის საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის კონსულტანტი და საპატიო წევრი.