ლევანი მეტრეველი
ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ლევანი მეტრეველი არის ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1976 წ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1986 წელს დაიცვა დისერტაცია. 1977 წლიდან ლ. მეტრეველი მუშაობს ექსპერიმენტული მედიცინის სფეროში. ის არის 80 სამეცნიერო პუბლიკაციის და პრეზენტაციის ავტორი, მათ შორის ერთი მონოგრაფიის. 2015 წ გაიარა 3 თვიანი კურსი „ლაბორატორიული ცხოველების მეცნირებები: საერთშორისო პერსპექტივები“.