• GALAS founders

  • GALAS banner site2

  • GALAS banner site5

  • GALAS banner site6

  • banner_site7

  • banner_site8

ბეჭდვა

გაწევრიანება

ასოციაციაში გაწევრიანება  
ასოციაციაში გაწევრიანება შესაძლებელია რამდენიმე სტატუსით: წევრი, ასოცირებული წევრი და სტუდენტი.
• წევრი - არის მათთვის, ვინც არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს და სურს მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში;
• ასოცირებული წევრი - საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი, რომელსაც ასოციაციაში წარმოადგენს იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი; ასოცირებული წევრის დამფუძნებლები (წევრები) და დირექტორები არ ითვლებიან ასოციაციის წევრებად.
• სტუდენტი - საქართველოს ან უცხო ქვეყნის აკრედიტებული უნივერსიტეტის (კოლეჯს, სკოლის, ინსტიტუტის)ბაკალავრიატის, მაგისტრატის ან დოქტორანტის აქტიური სტატუსის მქონე ფიზიკური პირი.

წევრების უპირატესობები
ასოციაციის წევრს შეუძლია:
• მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, ასოციაციის გეგმების, პროგრამების, პროექტებისა და სხვა ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში;
• ასეთის არსებობის შემთხვევაში, აირჩიოს და არჩეულ იქნეს ასოციაციის მმართველ ან მაკონტროლებელ ორგანოებში;
• დაასახელოს ასარჩევ პირთა კანდიდატურები;
• მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ;
• ასოციაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

წევრის მოვალეობები
• ასოციაციის წევრი უნდა პროფესიულად და კეთილსინდისიერად იმოქმედოს ასოციაციის მიზნების მისაღწევად.
• დროულად უნდა გადაიხადოს საწევრო

წევრობის კრიტერიუმები
წევრობის კანდიდატთა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
• მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ დრო და ძალისხმევა მოახმაროს ასოციაციის საქმიანობას (მაგ. გაწევრიანების კომიტეტში), ან შესთავაზოს რაიმე სხვა სახის აქტიურობა, რომელიც სასარგებლო იქნება ასოციაცისთვის.
• უნდა წარმოაჩინოს ინტერესების მრავალფეროვნება (მაგ., კორპორატიული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო).
• უნდა ფლობდეს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს.

დისკრიმინაციის აკრძალვა
• ასოციაციაცია ღიაა საზოგადოების ყველა წევრისათვის. დისკრიმინაცია ასაკის, სქესის, რასის, ეროვნების, რელიგიის, ან ინვალიდობის გამო დაუშვებელია.

გაწევრიანების წესი 
ასოციაციაში გაწევრიანების მსურველი უნდა დარეგისტრირდეს galas.org.ge-ზე, გადმოქაჩოს და შეავსოს სააპლკაციო ფორმა და CV და გადაუგზავნოს ასოციაციის მდივანს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კანდიდატმა უნდა გადაიხადოს საწევრო, რის შემდეგ მიიღებს ასოციაციის წევრობის სერტიფიკატს.

სააპლიკაციო ფორმა  pdf-icon  doc-icon   CV pdf-icon   doc-icon       

ქვითრის შევსების ნიმუში 

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაცია «გალას»
მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი: 405136348
ანგარიშის N: GE93BG0000000692463900
გადამხდელი: გვარი სახელი
თანხა: 12, 24 ან 48 ლარი 3, 6 ან 12 თვის, შესაბამისად
დანიშნულება: საწევროს გადასახდი

საბანკო რექვიზიტები

account-ge