• GALAS founders

  • GALAS banner site2

  • GALAS banner site5

  • GALAS banner site6

  • banner_site7

  • banner_site8

 ყველაფერი ლაბორატორიული ცხოველების მოვლისა და გამოყენების შესახებ. მოგესალმებით!

ბეჭდვა

რა არის გალას-ი

თანამედროვე მიდგომა ბიოსამედიცინო კვლევის მიმართ მოითხოვს, ერთის მხრივ, სამეცნიერო კვლევის, ტესტირების და საგანმანათლებლო პროცესში ჩართული ექსპერიმენტული ლაბორატორიული ცხოველებისადმი მთელი რიგი ნორმების და სახელმძღვანელო პრინციპების დაცვას და სათანადოდ გამოყენებას და, მეორეს მხრივ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის და კვალიფიციური პერსონალის არსებობას.


ბოლო ათწლეულებია საქართველო აქტიურად ჩაერთო ევროპულ სტრუქტურებში, მათ შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო, ინტეგრაციის პროცესში. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას მეცნიერებისა და განათლების მართვაში, მათ შორის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებებში.


საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაცია „გალას“ 2016 წლის 16 თებერვალს ოფიციალურად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ (რეგ.N 405136348).


ასოციაცია თავის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად ისახავს კვლევებში ლაბორატორიული ცხოველების მოვლისა და გამოყენების ქართული სტანდარტების ჩამოყალიბებას და დანერგვას და მათ შეთანხმებას საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით საზოგადოებასთან.

ასოციაციის ფლაიერი pdf-icon

ახალი ამბები

Felasa-2025

 


ეს კონგრესი მოგცემთ შანსს, დახვეწოთ თქვენი ცოდნა და გაუზიაროთ გამოცდილება ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერების ყველა სფეროში. FELASA 2025-ზე შეგიძლიათ ეწვიოთ უდიდეს კომერციულ გამოფენას და ისიამოვნოთ პირისპირ დისკუსიით ყველაზე გამოცდილ კომერციულ წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოგიდგენთ ცხოველთა მოვლის პროდუქტებისა და კვლევითი აღჭურვილობის უახლეს სიახლეებს.

US-GE

საქართველოს ლაბორატორუილი ცხოველების მეციერებათა ასოციაცია 'გალას' და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები   აწყობენ   სამუშაო შეხვედრას  „ცხოველთა მოვლისა და გამოყენების პოლიტიკა საქართველოში: გასავლელი გზა“. შეხვედრის მიზანია საგანმანათლებლო პროცესში და სამეცნიერო კვლევაში ლაბორატორიული ცხოველების მოვლისა და გამოყენების ობიექტური შეფასება, ქართული სტანდარტების ჩამოყალიბება-დანერგვის საკითხების განხილვა და მათი გაზიარება სამეცნიერო საზოგადოებასთან. შეხვედრა გაიმართება 9-11 დეკემბერს, ქ. ბორჯომში, სასტუმროში:„Crownie Plaza Borjomi“

US-GE

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები და  საქართველოს ლაბორატორუილი ცხოველების მეციერებათა ასოციაცია 'გალას' აწყობენ   სამუშაო შეხვედრას  „ცხოველთა გამოყენების და მოვლის ინსტიტუციური კომიტეტების სისტემის განვითარება საქართველოში: ფაქტები და გამოწვევები“. შეხვედრის მიზანია საგანმანათლებლო პროცესში და სამეცნიერო კვლევაში ლაბორატორიული ცხოველების მოვლისა და გამოყენების ობიექტური შეფასება, ქართული სტანდარტების ჩამოყალიბება-დანერგვის საკითხების განხილვა და მათი გაზიარება სამეცნიერო საზოგადოებასთან. შეხვედრა გაიმართება 26-28 აპრილს, ქ. ბორჯომში, სასტუმროში: „Crowne Plaza Borjomi“

Iclas

2016 წ 11 ივნისს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა საერთაშორისო საბჭომ  მიანიჭა საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაცია GALAS-ს სამეცნიერო წევრის სრული სტატუსი

newsalc

 03/02/16 ახალი პრეპარატი, CPHPC, ურთიერთქმედებს შრატის ამილოიდ P ცილის კომპონენტთან (SAP), რომელიც პასუხისმგებელია ალცჰეიმერის დაავადებულ პაციენტების ტვინში აღმოჩენილი ფოლაქების გაერთიანებაზე. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს პრეპარატი შეიძლება უშველოს იმ 800,000 ბრიტანელს, რომლებიც ალცჰეიმერის დაავადებით იტანჯებიან. http://www.thetimes.co.uk/tto/science 

newneuron


ვირთაგვებში  ჩატარებული კვლევის შედეგად ვარაუდობს, რომ იაფი ასთმის საწინააღმდეგო წამალი მონელუკასტი შეიძლება დაეხმაროს დაბერებული ტვინის გაახალგაზრდავებაში. ექვს კვირიანმა კვლევამ აჩვენა, რომ მონტელუკასტი გაუმჯობესა მეხსიერება და დასწავლა ბებერ მღრღნელებში ტვინის ანთებითი პროცესის შემცირებით  და ახალი ნეირონების ზრდის ხელშეწყობის ხარჯზე. http://www.theguardian.com/science/2015/oct/27/asthma-drug-could-rejuvenate- ageing-brains-study-suggests

 

 

ღონისძიებები

9-13 ივნისს GALAS-ის დელეგაცია დაესწრო ქ.პრაღაში გამართულ FELASA-ს მე-14 კონგრესს,  რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა დელეგატმა  28 ქვეყნიდანდა 21 შემადგენელი ასოციაციიდან. FELASA-ს კონგრესზე, რომელიც ტარდება 3 წელიწადში ერთხელ, განიხილებოდა ბიოსამედიცინო ექსპერიმენტებში ცხოველების გამოყენების ყველა ასპექტი: ცხოველთა კეთილდღეობა, ეთიკური ნორმები, საკანონმდებლო საკითხები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამები. კონგრესის სამეცნიერო პროგრამა მოიცავდა 6 ძირითად მიმართულებებს:

1.      განათლება და ტრეინინგი: მოიცავდა სესიებს ცხოველებთან მომუშავე პერსონალის ტრენინგზე, პროფესიულ განვითარებაზე (მათ შორის ერთი დღე მთლიანად მიეძღვნა ტექნიკოსებს და მომვლელ პერსონალს)

2.      რეპროდუცირება და გაღიზიარება: მიეძღვნა ბიოსამედიცინო კვლევის გაშუქებას და რეპროდუცირების სამ ასპექტს: ექსპერიმენტის დიზაინს, გენეტიკურ ხარისხს და მიკრობიოტას მართვას.

3.      მოდელის მართვა: განიხილებოდა კვლევითი პროექტის შემუშავების ფართო სპექტრის საკითხები - 3Rs პრინციპის შესაბამისად, მათ შორის მიყენებული ძლიერი ტანჯვის შემცირება, ტკივილის მართვა და ცხოველთა ადგილსამყოფელის ადაპტირება თანამედროვე მიღწევების შებამისად.

4.      სათანადო მზრუნველობის განსაზღვრა: წარმოდგენილი იყო FELASA-ს სამუშაო ჯგუფების რეკომენდაციები მოვლა-შენახვის და ზრუნვის ოპტიმიზაციისთვის. თემები მოიცავდა სხვადასხვა სახეობების დაჭერის, ტრანსპორტირების, ჯანმრთელობის მონიტორინგის და ევთანაზიის.

5.      შესაბამისობა და კომუნიკაცია: ამ მიმათულების განიხილებოდა  საკანონმდებლო, ღიაობისა და გამჭვირვალობის გამოწვევები, ეთიკის კომიტეტების უფლებამოსილება ინსტიტუტების ფარგლებში, პერსონალის მართვა, თანამშრომლობასა და 3R- ის განხორციელებასთან დაკავშირებული მაღალი დონის გამოწვევები.

6.      სიმძიმის კლასიფიკაცია: მიმართულებიას ფარგლებში ჩატარდა ოთხი ნახევარდღიანი ვორკშოპი (მათ შორისერთი დამწყები, ხოლო დანარჩენი სამი -გამოცდილი მკვევერებსთვის)სიმძიმის კლასიფიკაციასა და ანგარიშგებაზე - ერთიღია სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში, და ერთი სესია, რომელიც ფოკუსირებული იყოსიმძიმის კლასიფიკაციასადა 3Rკვლევებისდახვეწას აკვაკულტურებში.

კონგრესის ფარგლებშიორგანიზებული იყომუდმივმოქმედი გამოფენა, რომელზეც 118 კომპანიის მიერ ფართოდ წარმოდგენილი იყოუახლესი GLP-შესაბამისი სამეცნიერო აპარატურა, ვივარიუმის აღჭურვილობა, საკვები ლაბორატორიული ცხოველებისთვის და ლაბორატორიული კვლევის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები. 9 ივნისს გაიმართა FELASA-ს მენეჯმენტის ბორდის სხდომა.

კონგრესის დროს გაიმართა შეხვედრები FELASA-ს და  ICLAS-ის ხელმძღვანელებთან ანა-იზაბელ სანტოსთან და სინტია პეკოვთან. ოფიციალური ვიდერეპორტაჟი კონგრესის შესახებ 

 
სამეცნიერო ფესტივალის თარიღი: 2016 წლის 19-26 სექტემბერს. 
სამეცნიერო ფესტივალის მნიშვნელობა:
2016 წლიდან საფუძველი ეყრება მნიშვნელოვან ტრადიციას: ჩვენი ქალაქი უმასპინძლებს მეცნიერების საერთაშორისო ფესტივალს და შეუერთდება მსოფლიოს იმ წამყვანი ქალაქების რიცხვს, სადაც ანალოგიური ფესტივალები ტარდება. 
  • სამეცნიერო ფესტივალის მიზნები:
  • სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია;
  • ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა;
  • ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;
  • საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;
  • მკვლევართა მოტივაციის ზრდა;
  • ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.
სამეცნიერო ფესტივალის მონაწილეები:
სამეცნიერო ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს და უცხოეთის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიას, საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს, გამომცემლობებს, ბიბლიოთეკებს, აგრეთვე მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს და სხვ. ფესტივალის მონაწილეთა და ღონისძიებათა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე, ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი საერთაშორისო კომისიის მიერ.
სამეცნიერო ფესტივალის ღონისძიებები:
კონფერენცია, საჯარო ლექცია, სემინარი, ტრენინგი, ვორკშოპი, პრეზენტაცია, სამეცნიერო-პოპულარული ექსპერიმენტი, გამოფენა, პერფორმანსი, წარმოდგენა, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარი, ღია კარის დღე, სამეცნიერო კაფე, სამეცნიერო შოუ, კონკურსი, ვიქტორინა, სპეციალური ღონისძიებები სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვ.
საერთაშორისო კომისიის მიერ შერჩეული საჯარო ლექციები და/ან მოხსენებები წარმოდგენილი იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.
სამეცნიერო ფესტივალის ჩატარების ადგილი:
სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესაბამისი სივრცეები, ბიბლიოთეკები, სასტუმრო, სახელოვნებო, საგამოფენო და სპორტული კომპლექსები და სხვ.
სამეცნიერო ფესტივალის დაფინანსება:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და/ან სხვა რომელიმე სახელმწიფო უწყების უშუალო მონაწილეობითა და ორგანიზებით განხორციელებული ღონისძიება დაფინანსდება ფესტივალის ბიუჯეტიდან. სხვა საფესტივალო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება შესაბამისი ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაციის/ორგანიზაციების მიერ.
სამეცნიერო ფესტივალის პრიორიტეტები:
  • მონაწილეთა შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება ღონისძიებებს, რომლებიც შეესაბამება სამეცნიერო ფესტივალის შემდეგ პრიორიტეტებს:
  • ქართული და უცხოური მეცნიერების უახლესი მიღწევები და აღმოჩენები;
  • ინტერდისციპლინურობა და კლასტერულობა: ამა თუ იმ აქტუალური თემის/პრობლემის ირგვლივ დაგეგმილი ინტერდისციპლინური ღონისძიება და/ან ღონისძიებათა ციკლი (მაგალითად, სხვადასხვა დარგის მეცნიერების და ხელოვანთა თვალით დანახული „ვეფხისტყაოსანი“; სინათლის ფენომენი ხელოვნებაში, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და სხვ.);
  • შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე;
  • ქართველოლოგია უცხოეთში;
  • ქართველოლოგია და კვლევის უახლესი ინტერდისციპლინური მეთოდები;
  • ქართველი მეცნიერების წვლილი მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • აქტუალური სამეცნიერო შინაარსის მქონე, ვიზუალურად ეფექტური, საფესტივალო და სადღესასწაულო განწყობის შემქმნელი ღონისძიება;
  • სამეცნიერო ღონისძიება შოუს ელემენტებით;
  • სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების სამეცნიერო პროცესებში ჩართულობის ამსახველი ღონისძიება;
  • უპირატესობა მიენიჭება აგრეთვე სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და/ან სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ ერთობლივად განსახორციელებელ ღონისძიებებს.
სამეცნიერო ფესტივალის მნიშვნელოვანი ვადები:
მონაწილეთა მიერ საფესტივალო განაცხადის წარდგენა ელექტრონულად სარეგისტრაციო ფორმის შესაბამისად: 30 აპრილი (დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ მიიღება)
ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის გამოქვეყნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე: 19 თებერვალი
გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო კომისიის მიერ: 31 მაისი
ფესტივალის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და პროგრამის შემუშავება: 31 ივლისი 
სამეცნიერო ფესტივალის სარეკლამო კამპანია: 1 ივლისი - 26 სექტემბერი
სამეცნიერო ფესტივალი: 19-26 სექტემბერი
სამეცნიერო ფესტივალის საკონტაქტო პირი:
ფესტივალის პროგრამა: თეა ტარიელაშვილი, 5 77 67 10 87,  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.  
FGB Conference Centre, Varese, Italy, 12 April 2016.The Fondazione Guido Bernardini has organised, in collaboration with SYRCLE (SYstematic Review Centre for Laboratory animal Experimentation) a one-day workshop on systematic reviews of animal studies that may help improve the scientific quality of animal experiments, prevent unnecessary (duplication of) experiments and improve the translation of animal data to humans.
Baltimore, MD, USA, April 12 -14, 2016. This first-of-its-kind conference will bring together experts and stakeholders, with a focus on the Six Rs: Replacement, Reduction, Refinement, Read-across, Relevance, and Roadmaps.

დაგვიკავშირდით

მისამართი: პ.სარაჯიშვილის ქ 36.  თბილისი, 0159

ტელ: +995 595 032345,   +995 557 000223

ელ-ფოსტა:  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.     This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

JavaScript must be enabled in order for you to use Google Maps.
However, it seems JavaScript is either disabled or not supported by your browser.
To view Google Maps, enable JavaScript by changing your browser options, and then try again.

tsmu tsu.ge agruni LMA NCDC beritashvili