ბეჭდვა

შემადგენლობა

 

 Karen Mulkijanyan

 კარენ მულკიჯანიანი -  პრეზიდენტი ვრცლად...

პროფ. კარენ მულკიჯანიანი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის წინაკლინიკური და ფარმაკოლოგიური კვლევის განყოფილების გამგე. კ. მულკიჯანიანი არის ბიოქიმიის მაგისტრი და ფარმაციის დოქტორი. 1983 წლიდან მისი კვლევის სფეროა ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელი და მიკროცირკულაციაზე მოქმედი ნაერთების ფარმაკოლოგია, სტრუქტურა-აქტიურიბის ანალიზი (SAR) და ბუნებრივი, მოდიფიცირებული და სინთეზირებული ნაერთების ბიოლოგიური აქტიურობის პროგნოზირება. კ. მულკიჯანიანი კითხულობს სალექციო კურსს ფარმაკოლოგიში სამკურნალო, სტომატოლოგიური და ფარმაცევტული პროფილის სტუდენტებისთვის.  იგი იყო  CRDF Global / GRDF (2007, 2008, 2013, 2014), GNSF / SRSNF (2009-2015) და STCU (2011) მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების მენეჯერი და პასუხისმგებელი შემსრულებელი. ის არის თსსუ-ს წარმომადგენელთა საბჭოს და ფარმაციის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. პროფ. მულკიჯანიანი არის რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული 90-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებზე 30 პრეზენტაციის და ფარმაკოლოგიის სფეროში 2 პატენტის ავტორი და თანაავტორი. 

Levan Chitiashvili

 ლევანი ჩიტიაშვილი - ვიცე პრეზიდენტი  ვრცლად...

ლევანი ჩიტიაშვილი 2006 დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი ფართო პროფილის ვეტერინარი ექიმის სპეციალობით. 2007 წლიდან  მუშაობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ვივარიუმის სპეციალისტის თანამდებობაზე. გავლილი აქვს ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის ტერინინგი. 2015 წ გაირა უოლტერ რიდის სამხედრო-კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR), ამერიკის დაავადებათა კონტროლის (CDC) და საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრების (NCDC) მიერ ორგანიზებული ტრენინგი „ლაბორატორიული ცხოველების მეცნირებები: საერთშორისო პერსპექტივები“

 Lomtadze

 ნონა ლომთაძე - ვეტერინარული განყოფილება ვრცლად...

ნონა ლომთაძე 1997 წ დაამთავრა საქართველის ზოო-ვეტერინარული სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი სპეციალობით ფართო პროფილის ვეტერინარი
ექიმი. 1998-2006 წწ მუშაობდა საქართველოს ვეტერინარული ექსპერტიზისა და დიაგნოსტიკის ცენტრის ხარისხის კონტროლის და სეროლოგიური კვლევის განყოფილებებში მთავარ სპეციალისტად. 2006-დან მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ვივარიუმში მთავარ სპეციალისტად. 2015 წ გაიარა უოლტერ რიდის სამხედრო-კვლევითი ინსტიტუტის( WRAIR), ამერიკის დაავადებათა კონტროლის(CDC) და საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის(NCDC) მიერ ორგანიზებული ტრენინგი: ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებები: საერთაშორისო პერსპექტივები. 

 M.Kordzaia

 მთვარისა კორძაია - სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ვრცლად...

ვეტერინარიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი მთვარისა კორძაია არის ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-ვეტერინარული ინსტიტუტის სავეტერინარო ფაკულტეტი.  2001 წელს დაიცვა  დისერტაცია.  1992-2010 M.Kordzaia მუშაობდა ზოოტექნიკურ-ვეტერინარული ინსტიტუტში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში სადაც კითხულობდა სალექციო კურსებს ანატომიასა და მორფოლოგიში.   2010 წლიდან მ.კორძაია მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში. 2015 წ მან გაიარა 3 თვიანი კურსი „ლაბორატორიული ცხოველების მეცნირებები: საერთშორისო პერსპექტივები“. მ. კორძაია 35 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია.

 L.Tsitskishvili

 ლევანი ციცქიშვილი - ვეტერინარული განყოფილება ვრცლად...

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ციცქიშვილი მოღვაწეობს უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე ივ.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, აგრეთვე, იგი არის  ცხოველთა სანაშენე გაყოფილების გამგე. მან 1988 – 1994 წლებში მიიღო ვეტერინარული განათლება ომსკის ვეტერინარულ და თბილისის ზოო-ვეტერინარულ ინსტიტუტებში. 1994 წლიდან მუშაობა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში (ლაბორანტის, მეცნიერთანამშრომლის და უფროსი მეცნიერეთანამშრომლის თანამდებობეზე). აღნიშნულ ცემტრში იგი წლების მაძილზე ხელმძვანელობდა ლაბორატორიულ ცხოველთა სანაშენე განყოფილებას. მას 2004 წელს მიენიჭა ბილოგიის მეცნიერებათა დოქორის ხარისხი. 1994 წლიდან იკვლევს სხვადასხვა გარემო ფაქტორების გავლენას ცოცხალი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და განვითარებაზე. ბოლო წლების მანძილზე, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე შესწავლილი აქვს ქვეყნაში არსებული სიმსივნეთა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, აგრეთვე საერთაშორისო ვეტერინარული ასოციაციის "ვეტერინარებისაზღვრებსგარეშე - კავკასია"-ს ბაზაზე 2006 - 2009  წლებში მუშაობდა საქართველოში დიროფილარიოზის გავრცელების ეპიდემიოლოგიურ ანალიზზე და საქართველოსთვის მაღალი რისკის ზონების გამოვლენაზე. დოქტორი ლევან ციცქიშვილი წარმატებით მონაწილეობდა ISTC დაფინანსებით მიმდინარე რამდენიმე პროექტში. მას აქვს 40 ზე მეტი ნაშრომი და პუბლიკაცია, გამოქვეყნებული სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოცემებში. ლ.ციცქიშვილი არის დამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი საერთაშორისო ვეტერინარული ასოციაციის  "ვეტერინარები საზღვრებს გარეშე - კავკასია". 

 

 V Chitiashvili

 ვაჟა ჩიტიაშვილი - სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება  ვრცლად...

ვაჟა ჩიტიაშვილი - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.  ბიოუსაბრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის სპეციალისტი. 1980 წ მან დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო სასწავლო კვლევითი ინსტიტუტის  ვეტერინარული ფაკულტეტი ვეტერინარი ექიმის სპეციალობით. 1981-1996 წლამდე მუშაობდა საქართველოს შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურიში ზოოლოგად და ვივარიუმის გამგედ. 1996-2004 წ იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვივარიუმის გამგე.  2015 წ გაირა უოლტერ რიდის სამხედრო-კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR), ამერიკის დაავადებათა კონტროლის (CDC) და საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრების (NCDC) მიერ ორგანიზებული ტრენინგი „ლაბორატორიული ცხოველების მეცნირებები: საერთშომურისო პერსპექტივები“ 

 Marika

 მარინე რამიშვილი - კანონმდებლობის და ინტელექტუალური საკუთრების განყოფილება  ვრცლად...

2009 წლიდან მარინე რამიშვილი მუშაობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ლაბორატორიაში ბაქტერიოლოგად. 2007 წელს მან დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით. ამჟამად იგი სწავლობს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, დოქტორანტურაში სავეტერინარო მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, ეპიზოოტოლოგია, მიკოლოგია, იმუნოლოგია, პარაზიტოლოგიის განხრით და მუშაობს ბრუცელოზის თემაზე. მან ასევე დაამთავრა ორწლიანი რეგიონალური პროგრამის კურსი საქართველოს, აზერბაიჯანის  და სომხეთის ქვეყნებისთვის, სახელწოდებით: ,,სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული ტრენინგის პროგრამა’’. მას მონაწილეობა აქვს  მიღებული და ამჟამადაც მონაწილეობს რამდენიმე პროექტში რომელიც ფინანსდებოდა  CRDF Global/GRDF-ის მიერ. გამოქვეყნებული აქვს 15-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში და არის ავტორი და თანაავტორი 12 პრეზენტაციის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე და ორი წიგნის და ორი ბროშურის თანაავტორი.
 G.Gasimova

 გულნაზ გასიმოვა - ბიოეთიკის განყოფილება  ვრცლად...

გულნაზ გასიმოვა ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ვივარიუმის სპეციალისტი. 1978წ მან დაამთავრა თბილისის წითელი ჯვრის ფილიალთან არსებული სახალხო უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ფაკულტეტი. 2015 წ გაირა უოლტერ რიდის სამხედრო-კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR), ამერიკის დაავადებათა კონტროლის (CDC) და საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრების (NCDC) მიერ ორგანიზებული ტრენინგი „ლაბორატორიული ცხოველების მეცნირებები: საერთშორისო პერსპექტივები“.

L.Metreveli

 ლევანი მეტრეველი - სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ვრცლად...

ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ლევანი მეტრეველი არის ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1976 წ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო  1986 წელს დაიცვა დისერტაცია.  1977 წლიდან ლ. მეტრეველი მუშაობს  ექსპერიმენტული მედიცინის სფეროში. ის არის  80 სამეცნიერო პუბლიკაციის და პრეზენტაციის ავტორი, მათ შორის ერთი მონოგრაფიის. 2015 წ გაიარა 3 თვიანი კურსი „ლაბორატორიული ცხოველების მეცნირებები: საერთშორისო პერსპექტივები“. 

B.Taylor

ბრეტ ტეილორი -  კონსულტანტი, საპატიო წევრი ვრცლად...

ბრეტ ტეილორი 2001 წელს დაამთავრა ლუიზიანას უნივერსიტეტი ვეტერინარიის დოქტორის ხარისხით, 2010 წელს კი დაასრულა ლაბორატორიული ცხოველების მედიცინის სამწლიანი რეზიდენტურა.  იგი არის ამერიკის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის (AALAS) წევრი,  პროფილაქტიკური ვეტერინარიული მედიცინის ამერიკული კოლეჯის  (ACVPM) და  ლაბორატორიული ცხოველების მედიცინის ამერიკული კოლეჯის (ACLAM) წარმომადგენელი. ბ.ტეილორის მოღვაწეობა საქართველოში - ბიოსამედიცინო კვლევის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. ბრეტ ტეილორი არის საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის  კონსულტანტი და საპატიო წევრი.